საქალაქო სასამართლოს მიერ მიხეილ კალანდიასთან დაკავშირებით დღეს გამოტანილ ფაქტს აფასებენ, როგორც საქმის ადვოკატები ასევე პროკურორები. დავით სარალიძის მკვლელობის საქმის პროკურორის, ბესიკ ქვარცხავას განცხადებით, ბრალდების მხარემ საქმეზე 150-მდე მოწმის ჩვენება და ათეულობით ნივთმტკიცება წარმოადგინა, რის საფუძველზეც სასამართლომ მიხეილ კალანდია დამნაშავედ ცნო. პროკურორის თქმით, ბრალდების მხარე კალანდიას ოჯახის წევრების მიერ გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებებს არ გამოეხმარება, რადგან ეს „სამართლებრივ ჩარჩოებს ცდება“.
კალანდიას ადვოკატის ზურაბ თოდუას შეფასებით კი მიხეილ კალანდია მსხვერპლია გარიგების, რომლის მიხედვითაც ირაკლი შოთაძეს შეუძლია უპრობლემოდ განაგრძოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე. თოდუას შეფასებით მოსამართლემ დღეს მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს პოლიტიკური პატიმრის სტატუსი გაუფორმა.