პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე კიდევ ორი ყოფილი მსჯავრდებული გამართლდა. საქმეს სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა გადახედა.
პროკურატურის ინფორმაციით, დამატებითი ძიების შედეგად დადასტურდა, რომ ვასილ დავითაია და გრიგოლ წაქაძე 2004 და 2008 წლებში წაყენებულ ბრალდებებში უდანაშაულო იყვნენ.
განაჩენის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებები თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებმა მიიღეს.