საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, "ნოდარ მელაძის შაბათის“ რეპორტაჟში გამოყენებული აუდიო ჩანაწერები მოდელირებული და გაყალბებულია.
როგორც უწყებაში პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განმარტა აუდიო ჩანაწერებს რედაქტირების კვალი აღენიშნება და აბსოლუტურად ყველა მათგანი მონტაჟის შედეგად არის დამზადებული.
პროკურორის განცხადებითვე, გამოძიების მსვლელობისას ჩატარებული საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილის და ანზორ ჩუბინიძის კუთვნილ მობილური ტელეფონის ნომრებზე ფარული მიყურადება 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის ოქტომბრამდე პერიოდში მიმდინარეობდა.