საქართველოს პროკურატურაში თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, მტკიცებულების შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
როგორც უწყების ინფორმაციიდან ირკვევა, გოგონა, რომელმაც ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს გარდაცვლილთან მიმოწერის ამსახველი მასალა მიაწოდა, მათ მცდარ ინფორმაციას აწვდის. პროკურატურის ცნობითვე, აღნიშნული პირი ფსიქიკური პრობლემებიდან გამომდინარე მეურვეობის ქვეშ იმყოფება.
როგორც პროკურატურაში აცხადებენ, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 369 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება და გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.