22:19
18 ივნისი, 2021, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
პროკურატურის ინფორმაციით, საბა სამუშიამ რესტორანში ოთხი ადამიანი დაჭრა
21-01-2018


საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, საბა სამუშიამ რესტორანში ოთხი ადამიანი დაჭრა. თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ბრალდებულს 20 იანვარს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.როგორც  საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი  ქ. თბილისში, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ რესტორან „აღა“-ში, საბა სამუშიამ იქ მყოფ საზოგადოებას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მან დანის გამოყენებით ერთ პირს მარჯვენა ფეხის მიდამოში მიაყენა ნაკვეთი ჭრილობები, რამაც კუნთის დაზიანება გამოიწვია და ჩაუტარდა ოპერაცია, მეორე პირს დაარტყა დანა მარცხენა კოჭის არეში და მიაყენა ნაკვეთი ჭრილობა, მესამეს კი მარცხენა მუხლის უკანა ნაწილში მიაყენა ნაკვეთი ჭრილობა, ხოლო მეოთხე პირს, ასევე დანის გამოყენებით ფეხისა და წინამხრის არეში მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. ს.ს. სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს.  შეგახსენებთ, რომ აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საბა სამუშიამ რესტორანში 3 ადამიანი დაჭრა.

AutoPlay
გივი მიქანაძის განცხადებით, დროებითი საგამოძიებო კომისია ცესკო-ს კონკრეტული უფლებამოსილი პირების მიმართ პასუხისმგებლობის დადგომის თაობაზე მიმართავს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მონოკლონურ ანტისხეულებს მსუბუქი მიმდინარეობის მქონე კოვიდინფიცირებულებში გამოიყენებენ
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
პრემიერი მსოფლიო ბანკის ვიცე პრეზიდენტს შეხვდა
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
დავით მათიკაშვილის განცხადებით, ფარული მიყურადება "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დამახასიათებელი ნიშანი იყო
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1681 ლარი გახდა
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
აზერბაიჯანის პროკურატურამ მთიან ყარაბაღში იარაღის კონტრაბანდული გზით შეტანის გამო სომეხ ბიზნესმენებზე ძებნა გამოაცხადა
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები