ზუგდიდში, დედამთილისთვის ფულის მოპარვის ბრალდებით დაკავებულმა რძალმა ფული დააბუნა. როგორც პროკურატურაში განაცხადეს, ახალგაზრდა ქალმა დანაშაული მოინანია, რის გამოც მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და საქმე შეწყდა.
მოსამართლე დავით კეკენაძის გადაწყვეტილებით, ბრალდებული სასჯელის სახით 3-წლიანი გამოსაცდელი ვადა განესაზღვრა.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა ზუგდიდში რამდენიმე დღის წინ მოხდა. დედამთილის ინფორმაციით, რძალმა 5000 ლარამდე თანხა მოპარა. ქურდობის დროს სახლში სამი წევრი იმყოფებოდა. რძალი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.