საქართველოს მთავარი პროკურატურა ბექა (საბი) ბერიანის მკვლელობასა და ბიანკა შიგუროვას მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულ ლევან კოჭლაშვილის მიმართ უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ლევან კოჭლაშვილი დამნაშავედ სცნო ძალადობაში, განზრახ მკვლელობასა და ცეცხლის წაკიდებით ჩადენილ სხვისი ნივთის დაზიანებასა და განადგურებაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, 125-ე მუხლის პირველი და 187-ე მუხლის მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.