საქართველოს მთავარი პროკურატურა მაკა ჩიჩუას ძმის მიხეილ მგალობლიშვილის დამნაშავედ ცნობის შესახებ განცხადებას ავრცელებს. "მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 11 იანვარს, თბილისში, ლორთქიფანიძის ქუჩაზე მ.მ. უკანონოდ ატარებდა BROWNING-ის კონსტრუქციის იარაღს ერთი მჭიდით და ერთი ვაზნით, ასევე თავის საცხოვრებელ სახლში ინახავდა ქარხნული წესით დამზადებულ 7,65 მმ კალიბრის იარაღს - BERETTA- ნათქვამია განცხადებაში.
უწყებაში ასევე აღნიშნავენ რომ მიხეილ მგალობლიშვილი სხვადასხვა მუხლით მრავალჯერ არის ნასამართლევი. ირველი ლედის მაკა ჩიჩუას ძმას უარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის სასამართლომ 4 წლიანი პატიმრობა გუშინ მიუსაჯა. ოჯახის მტკიცებით იარაღი, რომლის ტარებასაც მგალობლიშვილს ედავებიან გამოუსადეგარი იყო.
იხილეთ: