გენერალურ პროკურატურასთან აქცია-პერფომანსი გამართეს. ზვიად კუპრავა და მისმა თანამოაზრეები გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენას აპროტესტებენ. მათ გენერალურ პროკურატურასთან სიმბოლურად ბოტასი მიიტანეს. ზვიად კუპრავას განცხადებით, შოთაძის წინააღმდეგ აქციები პერმანენტულ სახეს მიიღებს.
პარალელურად კი უწყებაში საპროკურორო საბჭოს პირველი სხდომა მიმდინარეობს.
უწყების ინფორმაციით, საპროკურორო საბჭო, სხდომაზე ამოწმებს საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილი 17 პირის "პროკურატურის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობას და საპროკურორო საბჭოსთვის, 2019 წლის 16 დეკემბრის N2 განკარგულების N1 დანართის შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტების სისრულეს.