გენერალურ პროკურატურასთან "ევროპული საქართველოს" წევრმა, დეპუტატმა ოთო კახიძემ ბრიფინგი გამართა. დეპუტატი საპროკურორო საბჭოს მიერ დღეს პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს გამოეხმაურა. ოთო კახიძის თქმით, გასაუბრების პროცესი ფარსია და წინასწარ დადგმული სცენარი, ვინაიდან "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა რეალურად უკვე იცის კანდიდატებიდან ვინ გახდება შალვა თადუმაძის შემცვლელი.