პროკურატურაში რუსთავი 2-ის საქმეზე ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილი გამოკითხეს. უდუმაშვილის შეფასებით, ხელისუფლება პოლიტიკურ დევნას ანხორციელებს ოპოზიციური მედიისა და პოლიტიკოსების მიმართ და სწორედ ამას უკავშირებს ამ საქმეზე მიმდინარე გამოძიებას. მისი შეფასებით, ეს საქმე არანაირ კავშირში არც სამართალთან და არც რამის ძიებასთან. ამავე საქმეზე ფორმულას საინფორმაციო სამსახურის ხელმძღანელი გიორგი ლაფერაშვილიც გამოკითხეს. აღნიშნულ საქმეზე ბრალი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას, არხის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას და "ინტერმედია +"-ის დირექტორს, ზურაბ იაშვილს აქვთ წაყენებული.