გამოკითხვაზე სიტუაცია იყო მშვიდი, საქმიანი და კონსტრუქციული, რა იქნება ხვალ, ვერ გეტყვით , - ამის შესახებ “ინტერმედია პლიუსის” ერთ-ერთმა მეწილემ კახაბერ ანჯაფარიძემ ჟურნალისტებთან პროკურატურაში თითქმის 4-საათიანი გამოკითხვის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, გაუთქმელობის ხელწერილზე აქვს მოწერილი ხელი და დეტალებზე მან კიდევ ერთხელ ისაუბრა ნიკა გვარამიასთვის წაყენებულ ბრალთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ “ეს არის აბსურდი”.
ანჯაფარიძის თქმით, გამოკითხვა მის მიმართ მშვიდი და კონსტრუქციული იყო, თუმცა შემდგომში რა იქნება არ იცის.
"ინტერმედიას" მეწილე მზად არის განმეორბით გამოკითხვაზე დაბარების შემთხვევაში უწყებაში კიდევ ერთხელ მივიდეს.