ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პროკურატურაში ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია გამოიკითხება. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩანა შენგელია გამოძიებამ პროკურატურაში 12 თებერვალს დაიბარა, თუმცა მისივე თხოვნით, გამოკითხვა მომდევნო დღისთვის გადაიდო. შენგელია საგამოძიებო უწყებაში 14:00 საათზე მივა. ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით გამოძიება უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.