ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დღეს მთავარ პროკურატურაში მისი შვილი გამოითითხება.ბაჩანა შენგელია მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს და პროკურატურას მის ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდოს, მათ შორის სავარაუდოდ გაყალბებული დოკუმენტების შესახებაც. კერზაიას შვილი გეგმავს საგამოძიებო უწყებას გადასცეს ვიდეოჩანაწერიც, რომლის შინაარსსაც წინასაწარ არ ასაჯაროვებს, თუმცა აცხადებს, რომ საქმისთვის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება იქნება.პროკურატურამ ია კერზაიას საქმეზე გამოძიება თანამდებობრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების მუხლით დაიწყო.