ეკონომიკის ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აცხადებს, რომ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაახლოებით 20 დღის წინ იმყოფებოდა."პროკურატურაში გახლდით 20 დღის წინ. ეს იყო გამოკითხვის ფორმატი. მათ სურდათ ჩემი აზრი დამეფიქსირებინა რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით. მათ შორის იყო ისეთი საკითხი, რომელიც ჩემი მინისტრობის დროს ჩვენვე გადავაგზავნეთ პროკურატურაში. აქედან გამომდინარე ყველა იმ მოსაზრებაზე, რაც მე გამაჩნდა, ყველა კითხვაზე გავეცი ამომწურავი პასუხი", - განაცხადა ქუმსიშვილმა.მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მას ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილი აქვს დადებული, სიმართლეს არ შეესაბამება. "დღეს ჩამოვფრინდი საზღვარგარეთიდან. შესაბამისად, არანაირი ხელწერილი არ მაქვს დადებული",- განაცხადა ქუმსიშვილმა.