პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, საპროკურორო საბჭოში რამდენმა პირმა შეიტანა განაცხადი და კონკრეტულად ვინ გამოთქვა გენერალური პროკურორის თანამდებობის დაკავების სურვილი.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ კანდიდატების შესარჩევად, აკადემიურ წრეებთან, სამართლის დარგის სპეციალისტებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან კონსულტაციები გრძელდება და ის 17 იანვარს დასრულდება.
წარმოდგენილი კანდიდატების ვინაობა განთავსდება საპროკურორო საბჭოს საიტზე. გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად კონსულტაციები 17 დეკემბერს დაიწყო. მას შემდეგ, რაც ეს პროცესი დასრულდება, დაიწყება კანდიდატებთან გასაუბრება.
გენერალური პროკურორის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს.