მთავარ პროკურატურაში არ ადასტურებენ, რომ გამომძიებლებმა ე.წ. ციანიდის საქმეზე, საპატრიარქოში პატრიარქის მდივან-რეფერენტი, შორენა თეთრუაშვილი დაკითხეს. როგორც უწყებაში განაცხადეს, საპატრიარქოში მათი არც ერთი გამომძიებელი არ იმყოფებოდა. ამასთან, საგამოძიებო უწყებაში განმარტავენ, რომ საქმეზე დაიკითხება ყველა ის პირი, რომლის დაკითხვაც გამოძიებისთვის საინტერესო იქნება.