04:42
18 მაისი, 2022, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
პროკურატურამ ზუგდიდში ქალზე ძალადობის ფაქტზე პოლიციელი დააკავა
26-01-2022

საქართველოს პროკურატურამ ქალაქ ზუგდიდში ქალზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე პოლიციის თანამშრომელი გდააკავა. ინფორმაციას თავად პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 25 იანვარს ქ.ზუგდიდში, პოლიციის თანამშრომელმა პირად საკითხზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს მეგობარ ქალს სახეში ხელი რამდენჯერმე დაარტყა.

პროკურატურამ ბრალდებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის გამო, დააკავა.

დაკავებულს ბრალდება კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება, რის შემდეგაც პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს.

AutoPlay
„როიტერსი“ - შვიდი ავტობუსი, რომლებშიც "აზოვსტალის" ქარხნიდან ევაკუირებული უკრაინელი ჯარისკაცები იმყოფებოდნენ, იელენოვკაში​ ჩავიდა
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
ვოლოდიმირ ზელენსკი - ემანუელ მაკრონს საომარი მოქმედებების მიმდინარეობაზე, "აზოვსტალიდან" სამხედროების გადარჩენის ოპერაციასა და მოლაპარაკების პროცესის პერსპექტივის ხედვაზე ვესაუბრე
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირი არ დაუშვებს, რომ უკრაინას იარაღი ამოეწუროს
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
ლევან დავითაშვილი - განვიხილავთ იაფი წყაროებიდან საწვავით მომარაგების, ასევე მარჟების მინიმუმამდე დაყვანის შესაძლებლობებს იმისთვის, რომ მოსახლეობას მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობებით მივაწოდოთ საწვავი
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
ამირან გამყრელიძე - ბავშვებში საქმე გვაქვს არატიპურ ჰეპატიტთან - საყურადღებოა, მაგრამ ჯერ პანიკას ნუ ავტეხთ, ხალხს ნუ შევაშინებთ
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
პროკურატურამ ლატვიის რესპუბლიკის მოქალაქის მიმართ ჩადენილი თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები