დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლებისთვის, პერსონალური მონაცემების ხელყოფისთვის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის პროკურატურამ საქართველოს 10 და ისრაელის 1 მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის გაზაფხულზე, ისრაელის მოქალაქემ თანამზრახველებთან ერთად, ჩამოაყალიბა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც ახორციელებდა კრიპტოვალუტით ვაჭრობით დაინტერესებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებასა და ჯგუფი წევრებს შორის განაწილებას. ქ.თბილისში ნაქირავები ოფისიდან, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, უკანონოდ მოიპოვებდნენ კრიპტოვალუტით ვაჭრობით დაინტერესებული უცხო ქვეყნის მოქალაქეთა პერსონალურ მონაცემებს.
უწყების ცნობი, დადგენილი ზიანის ოდენობა, რომელიც 620 000 ევროს შეადგენს.ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა. საქმეზე გამოძიება გრძელდება.