"თიბისი ბანკის" საქმეზე გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე გამოიკითხა. როგორც "პალიტრანიუსს" გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, ბუცხრიკიძე სასამართლოს წინაშე 18 მარტს გამოიკითხა.შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, 2008 წლის აპრილ-მაისში, კომპანიებმა შპს „სამგორი M-მა“ და „სამგორი თრეიდმა“ „თიბისი ბანკისგან“ საბრუნავი სახსრების შევსების მიზნობრიობით დაახლოებით 17 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხი აიღეს, რაც იმავე დღეს სესხის სახით გაცემული იქნა ფიზიკურ პირებზე - ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეზე. საქმეზე გამოკითხულია ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, მისი მოადგილე ბადრი ჯაფარიძე და ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი.