24 ივნისს, ყვარლის ტყეში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის, გამოძალვის, ჯანმრთელობის დაზიანებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე პროკურატურამ 2 პირს ბრალი წარუდგინა. ძალადობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა მამაკაცმა, თანატოლთან ერთად 68 წლის დაზარალებულს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ბრალდებულები პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით დაზარალებულს კონკრეტული ქმედებების განხორციელებას აიძლებდნენ, რაც მობილური ტელეფონით გადაიღეს. რის შემდეგაც გადაღებული მასალის გავრცელების მუქარით რამდენიმე დღის ვადაში მათთვის კონკრეტული თანხის გადაცემა მოსთხოვეს. დანაშაული 10 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. არსებული ინფორმაციით, ყვარლის ტყეში 68 წლის მამაკაცის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დაკავებული პირების ოჯახებს ადგილობრივებმა სოფელი დაატოვებინეს.