საქართველოს გენერალური პროკურატურა, პროკურორ სალომე ადეიშვილის სამსახურიდან წასვლის შესახებ, განცხადებას ავრცელებს. გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება 2019 წლის 22 ოქტომბერს ყოფილი პროკურორის სალომე ადეიშვილის მიერ სოციალურ ქსელ "Facebook"-ის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით.
როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, გენერალური ინსპექცია დეტალურად შეისწავლის განცხადებაში მითითებულ ყველა გარემოებას და მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას.
შეგახსენებთ, პროკურატურის ყოფილმა თანამშრომელმა სალომე ადეიშვილმა გაავრცელა საჯარო განცხადება, რომელშიც პროკურატურაში არსებულ იმ მდგომარეობაზე საუბრობს, რის გამოც, მისი თქმით, სამსახურიდან წასვლა მოუხდა. როგორც ის ამბობს, პროკურატურაში იყო სექსუალური შევიწროების, ნეპოტიზმის და სხვა პრობლემები.
ამ საკითხზე კომენტარები პრემიერმა და პარლამენტის წევრებმაც გააკეთეს.