საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიმართა.
უწყების ინფორმაციით სასამართლო პროცესი 10 მარტს არის დანიშნული. პროკურტურა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც მელიას ბანკი "ქართუს" გაკოტრების საქმეზე ჯარიმა შეეფარდა.
ბანკი "ქართუს" ხელოვნურად გაკოტრების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი 2019 წლის 2 დეკემბერს გამოიტანა. მას სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 25 000 ლარის ოდენობით და 2 წლის და 3 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.