საქართველოს პროკურატურამ 20 ივნისს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს ნიკა მელიას ბრალი წაუყენა. პროკურატურის ინფორმაციით, შსს აწარმოებს გამოძიებას 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე. საგამოძიებო უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის წევრის ნიკანორ მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. პროკურატურამ პარლამენტს უკვე მიმართა ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის მისაღებად.
იხილეთ: ნიკა მელიას პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც პროკურატურამ ბრალი წაუყენა