საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე გაცემული სასამართლოს განჩინებით დაკავებულ ნავთობპროდუქტებით მოვაჭრე სამი სამეწარმეო სუბიექტის ხელმძღვანელ პირებს ბრალდება წარედგინათ.
პროკურატურის ინფორმაციით, დადგინდა, რომ ბრალდებულები რამდენიმე მილიონიანი ყალბი საგადასახადო აქტივის მქონე მეწარმე სუბიექტს შეუთანხმდნენ და ჯგუფურად დამზადებული ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით, მათ მიერ საქართველოში იმპორტირებული ნავთობპროდუქტები განბაჟებულ იქნა ყალბი საგადასახადო აქტივით, რითაც სახელმწიფოს 3 მილიონ ნახევარზე მეტი ლარის ოდენობით ქონებრივი ზიანი მიადგა. დაკავებულებს 7-წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
პროკურატურა დღეს სასამართლოს ბრალდებული პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.