ხორავას ქუჩის საქმეზე ბრალდებული მირზა სუბელიანი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მირზა სუბელიანის პატიმრობაში დატოვება პროკურატურამ მოითხოვა, დაცვის მხარემ კი მისი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა. მოსამართლემ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და მირზა სუბელიანი კვლავ პატიმრობაში დატოვა. შემდეგი სხდომა 4 მარტს, 12:00 საათზე, დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვით გაგრძელდება.