პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმის, ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის მიმართვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო. როგორც პალიტრანიუსს მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, გამოძიება მოწმეზე განხორციელებული შესაძლო ზემოქმედების ფაქტზე დაიწყო.
ე.წ. ციანიდის საქმის მთავარმა მოწმემ, ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ ძალოვანი უწყების ყოფილი მაღალჩინოსნის, ირაკლი ფირცხალავას, ასევე, "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტ თამარ ბაღაშვილისა და ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროს ნოდარ მელაძის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა. მამალაძე უარყოფს ირაკლი ფირცხალავას ბრალდებას მისი აგენტობის შესახებ და აცხადებს, რომ მსგავსი ბრალდებები როგორც მთავარი მოწმის დისკრედიტაციას და სასამართლოს წინ მასზე წნეხის განხორციელებას ემსახურება.