თბილისის პროკურატურამ მედიაში გასულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელებული აუდიოჩანაწერი, რომელიც სავარაუდოდ სპორტის ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანის და ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებელის ზაზა იქუაშვილის შორის შედგა და სადაც საუბარია ორი მილიონი აშშ დოლარის სანაცვლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების რესტრუქტურიზებაზე. ამასთან, აუდიოჩანაწერში დაფიქსირებულ გარემოებებთან კავშირი, 2018 წლის 11 სექტემბერს გავრცელებული განცხადებით უარყო ბიზნესმენმა უჩა მამაცაშვილმა, რომლის სახელიც, სავარაუდოდ, საუბარში ფიგურირებს.