პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მოთხოვნით მიმართა.
მითითებებში, რომელთაც პროკურატურა შსს-ს აძლევს საუბარია მოწმეების ხელახლა დაკითხვასა და მტკიცებულებების ხელახლა მოპოვებაზე. ასევე, უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქმის ერთ-ერთი მოწმე, დაზარალებულის სტატუსის მქონე გურამ ამირხანაშვილი დამატებით უნდა გამოიკითხოს.
შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირია დაკავებული და ყველა მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.