აზერბაიჯანელ ჟურნალისტს და მის მეუღლეს რაიონულმა პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა. აფგან მუხთარლის ადვოკატის განმარტებით, ყველა მტკიცებულება არსებობს იმისთვის, რომ ისინი დაზარალებულად სცნონ. ადვოკატი იგივე მოთხოვნით ქალაქის პროკურატურას მიმართავს. ოჯახი და ადვოკატი ასევე ელოდებიან უწყებიდან პასუხს, გადაიბარებს თუ არა საქმის გამოძიებას პროკურატურა.