"თიბისი ბანკის" საქმეზე ბრალდებულ ავთანდილ წერეთელს გენერალურმა პროკურატურამ ავსტრიაში სამკურნალოდ გამგზავრებასთან დაკავშირებით თანხმობა მისცა. ავთანდილ წერეთელი ავსტრიაში, ვენის ერთ-ერთ კლინიკაში სამკურნალოდ გუშინ გაემგზავრა და იქ 9 მარტის ჩათვლით დარჩება.
ცნობისთვის ავთანდილ წერეთელს მკურნალობის მიზნით საზღვარგარეთ, კერძოდ კი, ისრაელში წასვლის ნებართვა პროკურატურამ იანვრის თვეშიც დართო. მაშინ წერეთელი სამკურნალოდ 10 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. 6 თებერვალს წერეთელი უკვე საქართველოში გახდა შეუძლოდ და ის კლინიკაში გადაიყვანეს. სწორედ ამის შემდეგ ითხოვა ბიზნესმენმა მკურნობის უცხოეთში გაგრძელებისთვის პროკურატურისგან ნებართვა კიდევ ერთხელ.
ავთანდილ წერეთელს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებულ 500 000-ლარიან გირაოსთან ერთად დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებებიც აქვს, მათ შორის, ბიზნესმენს საგამოძიებო უწყების თანხმობის გარეშე საზღვრის დატოვების უფლება არ აქვს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვდა ავთანდილ წერეთელი გამგზავრებისთვის ნებართვას.