პროკურატურამ ახალგაზრდა ბიჭზე ძალადობის ფაქტზე, კობა კობალაძის შვილის გარდა, ბრალდება კიდევ 5 პირს წარუდგინა - Palitra News

პროკურატურამ ახალგაზრდა ბიჭზე ძალადობის ფაქტზე, კობა კობალაძის შვილის გარდა, ბრალდება კიდევ 5 პირს წარუდგინა

2020-07-13 15:08:21+04:00

პროკურატურამ ახალგაზრდა ბიჭზე ძალადობის ფაქტზე დეპუტატ კობა კობალაძის შვილის გარდა ბრალდება კიდევ 5 პირს წარუდგინა. ფიზიკური ძალადობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე ჯამში ბრალდებულია 6 პირი.

პროკურატურის ინფორმაციით, მამაკაცს 6 პირი შურისძიების მოტივით თავს დაესხა, რის შედეგადაც მან მძიმე დაზიანებები მიიღო.

5 პირს ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ძალადობისა და ცივი იარაღის უკანონო ტარების მუხლით, ერთ პირს კი დანაშაულის დაფარვის მუხლით წაუყენა.