გენერალურმა პროკურატურამ, 2012 წლამდე პერიოდში პატიმრის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების ყოფილი დირექტორი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაწესებულების დირექტორმა, პატიმარ ალექსანდრე მანუკიანის დასჯის და დაშინების, მიზნით, დაწესებულების თანამშრომლებს უბრძანა, მისთვის დაედოთ ხელბორკილი და იზოლირებულად მოეთავსებინათ ოთახში, სადაც დირექტორის უშუალო მონაწილეობით, დაწესებულების თანამშრომლები ძალადობრივი და დამამცირებელი მეთოდებით პატიმარს ჯგუფურად გაუსწორდნენ.
ბრალდებული საქართველოში სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ უკვე მსჯავრდებულია განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, თუმცა იგი ამ ეტაპისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება.