16:11
12 დეკემბერი, 2019, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
პროკურატურამ 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე მაკო გომური დაზარალებულად სცნო
11-11-2019

საქართველოს პროკურატურამ 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე მაკო გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი დაზარალებულად სცნო. ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.

„2019 წლის 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების მიღების და შესაძლო დანაშაულებრივ ეპიზოდებთან დაკავშირებით დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ, დაზარალებულად იქნა ცნობილი მაია გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი.

გამოძიების ფარგლებში ჩატარებულია ასობით საგამოძიებო მოქმედება - გამოკითხულია 600-ზემეტიპირი, მათ შორის სამართალდამცავები. გამოკვლეულია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების ამსახველი შესაბამისი ვიდეომასალა. დანიშნულია ექსპერტიზები. რაც შეეხება მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა პირების დაზარალებულად ცნობის საკითხს, საგამოძიებო პროცედურების დასრულების შემდეგ თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება, რის შესახებაც საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება ინფორმაცია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

AutoPlay
უმრავლესობის დეპუტატები ამბობენ, რომ პარლამენტის სხდომა აუცილებლად ჩატარდება
გამოქვეყნდა 1 წუთის წინ
ეს არის ქიმიური შეტევა პარლამენტზე - არჩილ თალაკვაძე
გამოქვეყნდა 3 წუთის წინ
დაპირისპირება დაჩი ბერაიასა და რომან გოცირიძეს შორის - უმრავლესობის დეპუტატი ამბობს, რომ გოცირიძეს წიხლი დაარტყა
გამოქვეყნდა 6 წუთის წინ
ირმა ნადირაშვილი - მგონი, ჩემმა კოლეგა "ქოცებმა" საერთოდ გააფრინეს - მეც შეიძლება ბრალი წამიყენონ, რომ პარლამენტში ცუდი სუნია
გამოქვეყნდა 55 წუთის წინ
ექსპერტ-კრიმინალისტები და სასწრაფო დახმარება პარლამენტის შენობაში - დარბაზში სითხის დასხმის შემდეგ რამდენიმე ადამიანი შეუძლოდ გახდა
გამოქვეყნდა 56 წუთის წინ
ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
გამოქვეყნდა 57 წუთის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები