პროკურატურა 18 ივლისს თამარ ბაჩალიშვილის გადაადგილების მარშრუტს აქვეყნებს. აღნიშნულის მიხედვით, თამარ ბაჩალიშვილი 18 ივლისს, მარნეულის მიმართულებით სოფლების - თელეთის, წალასწყურის, კუმისის, კოდას გავლით გადაადგილდება. ამავე მარშრუტის მიხედვით, ბაჩალიაშვილი სოფელ გოლთეთიდან გზას თეთრიწყაროს მიმართულებით აგრძელებს, გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ სოფელ მაწევანთან ცენტრალური გზიდან მარჯვენა მხარეს უხვევს და მისი ავტომანქანა ბუჩქებს შორის არსებულ ადგილზე ჩერდება.
პროკურატურის ცნობითვე, ავტომანქანაზე დანიშნული ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შემთხვევის ადგილზე მხოლოდ ორი ურთიერთპარალელური საბურავის კვალია აღმოჩენილი, რომელიც დატოვებულია თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომობილის „HYUNDAI ACCENT” მიერ.