დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სოციალურ ქსელ „Facebook“-ზე ყალბი გვერდი შექმნეს და პოტენციური დაზარალებულების მოტყუების მიზნით, ევროპაში აკრედიტებული საბანკო დაწესებულების მიერ 5 000-დან 1 000 000 ევრომდე ოდენობით შეღავათიანი კრედიტის გაცემასთან დაკავშირებით ინფორმაცია განათავსეს. შედეგად, დამნაშავეებთან დაკავშირებული პირების საბანკო ანგარიშებზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ თანხები მოტყუებით ირიცხებოდა. დანაშაული 9-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.