პროკურატურა სასამართლოს წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს - Palitra News

პროკურატურა სასამართლოს წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს

2020-07-27 13:08:31+04:00

პროკურატურამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს და საკრებულოს აპარატის სამდივნო განყოფილების უფროსს ბრალდება წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას თავად მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

„პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული სიგარეტის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს და ამავე მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის სამდივნო განყოფილების უფროსს ბრალდება წარუდგინა და მათთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მიმართა. საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.