მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნის შედეგად, „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებულ საკითხზე გავრცელებული ჩანაწერები ავთენტური არ არის და დამზადებულია მონტაჟის გზით. აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ მედიაში გასულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გასცა ვიდეო და ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც ისინი არ არის ავთენტიკური, დამზადებულია მონტაჟის გზით, ამავდროულად, ყველა ვიდეოჩანაწერი დამზადებულია წყვეტებით და მათზე მრავლობით აღინიშნება ციფრული და მექანიკური მონტაჟის კვალი. დასკვნის თანახმად, ყველა სადავო ფონოგრამებზე აღინიშნება ფონური ხმაურის სიტუაციურად შეუსაბამო ცვლილებები.
"ლინგვისტური კვლევისას კომუნიკატთა მეტყველებაში მრავლობით აღინიშნება კითხვა-პასუხის შინაარსობრივი შეუსიტყვაობა, არათანმიმდევრულობა, არაბუნებრივი, შეუსაბამო ინტონაციური სურათი, მრავლად ფიქსირდება სიტყვების და ფრაზების წყვეტა. ყველა სადავო ფონოგრამა იწყება და მთავრდება წყვეტებით, ასევე თითოეული ფონოგრამის შიგნით დაფიქსირებულია დიდი რაოდენობით წყვეტები. საქმეზე გრძელდება გამოძიება“, - ნათქვამია განცხადებაში.