საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით უწყება იმსჯელებს დეპუტატ ნიკა მელიას მიერ ტელეკომპანია "კავკასიისთვის" ინტერვიუს მიცემასთან დაკავშირებით და მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას.
როგორც მელიამ ინტერვიუს მიცემამდე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში აღნიშნა ინტერვიუს შესახებ მისმა ადვოკატმა აცნობა პროკურორს, პასუხად კი კატეგორიული უარი მიიღო.
რაც შეეხება დეპუტატის ადვოკატ გიორგი კონდახიშვილს, მისი განცხადებით პოლიტიკურ თოქშოუში სტუმრობასთან დაკავშირებით, მათ როგორც გენერალური პროკურორი, ასევე სხვა პროკურორებიც გაფრთხილებული ჰყავდათ. მისივე თქმით სასამართლოს აკრძალვით ვერანაირად ვერ შეეზღუდება მელიას პარლამენტარის უფლებამოსილება, ვინაიდან ეს კონსტიტუციით არის გარანტირებული.