საქართველოს პროკურატურა მედიაში გავრცელებულ ნიკა მელიას ახალ ვიდეოკადრებს ეხმაურება და მას საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს. პროკურატურის განმარტებით, გავრცელებული ჩანაწერი არ შეიცავს სრულ კონტექსტს და არ ასახავს იმ დროს აქციაზე განვითარებული მოვლენების რეალურ სურათს. საგამოძიებო უწყების განმარტებით, იმ მომენტში, როდესაც ნიკანორ მელია მეგაფონით მიმართავს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ საზოგადოებას, აქციის მონაწილეთა ნაწილი კვლავ განაგრძობს სამართალდამცველებზე თავდასხმას, ართმევენ მათ სპეციალურ საშულებებს, კორდონიდან იტაცებენ პოლიციელებს და აყენებენ მათ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.