"პროკურატურა ნდობას არ იმსახურებს" - ამ განცხადებას ჭყონდიდის მიტროპოლიტი აკეთებს, რომელიც მთავარ პროკურატურაში დასაკითხად მაინც მივიდა. მეუფე პეტრე აცხადებს რომ რაც მან უსამართლობის წინააღმდეგ საუბარი დაიწყო, მას შემდეგ პროკურატურას მის მიმართ შეკითხვები გაუჩნდა. მიტროპოლიტმა განაცხადა რომ დაკითხვა სავარაუდოდ, მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს და დაკავებული დეკანოზის ჩვენებას უკავშირდება.