საქართველოს გენერეალური პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს, სახალხო დამცველს თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების მასალები გამოძიების ნებისმიერ ეტაპზე გააცნოს. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურის წარმომადგენლებს სახალხო დამცველის აპარატთან შესაბამისი კომუნიკაცია ექნებათ და ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებს საშუალება მიეცემათ სისხლის სამართლის საქმის მასალებს გაეცნონ.
ცნობისთვის, სახლხო დამცველი ნინო ლომჯარია ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათ შორის შეხვედრა ოჯახის ინიციატივით გაიმართება. ლომჯარია ვარაუდობს, რომ შეხვედრის შემდეგ გამოიკვეთება, ოჯახს რა მიმართულებით სჭირდება სახალხო დამცველის მხარდაჭერა და დახმარება.