საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, "თიბისი ბანკთან" დაკავშირებით დაწყებული გამოძიების გამო, საქმესთან შემხებლობაში მყოფი არც ერთი პირი საქმიანობას განრიდებული არ არის. ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავარი პროკურატურის წამრმომადგენელმა განუცხადა. მისივე ინფორმაციით, სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება-არდაწყების საკითხი გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად გადაწყდება.მისივე განცხადებით, საქმე განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს განეკუთვნება, ამიტომ ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის.