ხორავას ქუჩაზე ლევან დადუნაშვილის მკვლელობაზე მსჯავრდებულ გუგა ბარბაქაძესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე პროკურატურა თანახმა არ არის. პროკურორ თორნიკე ნადირაძე, თქმით გუგა ბარბაქაძეს როგორც ლევან დადუნაშვილის, ასევე დავით სარალიძის მკვლელობას ედავებიან, რასაც ბარბაქაძე არ აღიარებს. რაც შეეხება დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას, მასთან მიღწეული საპროცესო შეთანხმების პირობებზე პროკურორი არ საუბრობს. ნადირაძის თქმით, ვინაიდან სასამართლო პროცესი დახურულია, ის დეტალებთან დაკავშირებით ვერ ისაუბრებს.2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი არასრულწლოვანი - გიორგი ჯანაშია და გუგა ბარბაქაძე არიან მსჯავრდებულები.