საქართველოს გენერალური პროკურატურა ისნის N5 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული იძულების, მუქარისა და ქრთამის მიცემის ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილს ასაჯაროებს.
კერძოდ, საგამოძიებო უწყება ასაჯაროებს ბრალდებულების: აკაკი ხუსკივაძის და აკაკი კობალაძის მიმოწერას, რომელიც, უწყების განმარტებით, ადასტურებს, რომ ბრალდებულები მათთვის სასურველი შედეგის მისაღებად თედო გობეჯიშვილს ემუქრებოდნენ.