პროკურატურა გუკა რჩეულიშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უწყების ცნობით რჩეულიშვილზე ძებნა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამოცხადდა. ამასთაn, უწყების ცნობით, ვინაიდან რჩეულიშვილი თავს არიდებს მართლმსაჯულებას და არ გამოცხადდა სასამართლო პროცესზე, სადაც მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, საგამოძიებო უწყებამ რჩეულიშვილზე ძებნა გამოაცხადა.
ამასთან, როგორც პროკურატურაში განმარტავენ, შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით საგამოძეიბო ორგანოში დაბარებულმა რჩეულიშვილმა პოლიციის განყოფილებაში თეთრი ფერის ფხვიერი მასა წარადგინა, რაზეც განმატა, რომ იყო ნარკოტიკული საშუალება "კოკაინი" და რომლის ნაწილიც მან მოიხმარა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით დაიწყო.