02:33
14 აგვისტო, 2020, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
პროკურატურა - გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის მობილურში შენახული აღმოჩნდა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია, რისი შესწავლაც ცალკე წარმოებად გამოიყო
09-07-2020

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის შედეგად, ერთ-ერთი ფიგურანტი პირის მობილურ ტელეფონში შენახული აღმოჩნდა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია.

როგორც უწყებაში განმარტავენ, აღნიშნულის გამო, 9 ივლისს, ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის შესაძლო უკანონო მოპოვებისა და შენახვის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით.

უწყების ცნობით, საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რათა გაირკვეს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის, როგორც მოპოვების ასევე შენახვის კანონიერების საკითხი.

გამოძიება ასევე შეისწავლის შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლის მიერ, დაცვის მხარესთან მტკიცებულებების გაცვლისას, ზემოხსენებული პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გადაცემის გარემოებებს.

AutoPlay
გერმანიის პოზიციით, ევროკავშირმა ბელარუსის ხელისუფლებაზე ზეწოლა უნდა გააძლიეროს
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
მესტიაში და რამდენიმე სოფელში COVID 19-ზე ტესტირება გაფართოვდება
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
"ქართული ოცნების" ლიდერების თქმით პანდემიის წინაპირობებშიც მმართველ გუნდს მაღალი რეიტინგი ჰქონდა
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 5 პირის წინასასამართლო სხდომა 27 აგვისტოს გაიმართება
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
რუსეთის საგარეო უწყების პოზიციით, გარე ძალები ბელარუსის საშინაო საქმეებში ჩარევასა და ვითარების დესტაბილიზაციას ცდილობენ
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ბელარუსში ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების წინადადებით გამოდის
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები