23:58
1 ივლისი, 2022, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
პროკურატურა - დერცელის საჯარო სკოლის ყოფილმა ბუღალტერმა სკოლის საბანკო ანგარიშიდან მიითვისა დიდი ოდენობით - 142 629,7 ლარი, რომელიც აზარტულ თამაშებში და სხვადასხვა კომერციულ და გასართობ ობიექტებში გამოიყენა
18-05-2022

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელის საჯარო სკოლის ყოფილი ბუღალტერი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ სოფელ დერცელის საჯარო სკოლის ყოფილმა ბუღალტერმა 2019-2021 წლებში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სკოლის საბანკო ანგარიშიდან საკუთარ ანგარიშზე გადარიცხა და მიითვისა დიდი ოდენობით - 142 629,7 ლარი, რომელიც აზარტულ თამაშებში და სხვადასხვა კომერციულ და გასართობ ობიექტებში გამოიყენა. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ფულადი თანხის მითვისება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე უკვე მიმართა.

AutoPlay
დმიტრო კულება - რუსეთის ტერორისტული სახელმწიფო განაგრძობს ომს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ - მოვუწოდებ პარტნიორებს, რაც შეიძლება მალე მიაწოდონ უკრაინას თავდაცვის სისტემები
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
კელი დეგნანი ოხანაშვილი-წერეთლის დაპირისპირებაზე - ძალადობა არის მიუღებელი - იმედგაცრუებული დავრჩით, რომ ამ ინციდენტმა გადაფარა ჩვენი ღონისძიება, რომელიც არაჩვეულებრივი იყო და აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავდა
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
კულტურის სამინისტრომ ანსამბლ „მართვეს“ საჩუქრად სასცენო სამოსი გადასცა
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
ოლენა ზელენსკა - უკრაინა გააკეთებს ყველაფერს, რომ რუსეთის დანაშაულებს არც ერთი გამართლება არ მოეძებნოს მსოფლიოში
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
აპირებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას შეწყალებას
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
ანა ბუჩუკური - ქართული ოცნების" წარმომადგენლებს მინდა რიტორიკული კითხვა დავუსვა - რა იქნებოდა ჩვენი გუნდის პროპორციული პასუხი იმ პირად შეურაცხყოფაზე, რასაც მასიურად აქვს ადგილი ჩვენი გუნდის და ლიდერის მიმართ
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები