პროკრედიტ ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრებმა ბანკის ბიზნეს სტრატეგია, გასული წლის ფინანსური მაჩვენებლები და სამომავლო გეგმები განიხილეს. შეხვედრაზე კლიენტთა მომსახურების ახალი მოდელის - Direct Banking-ის პრეზენტაცია გაიმართა. სერვისი განკუთვნილია ფიზიკური პირებისთვის. მომხმარებელს საშუალება ეძლევა დისტანციურად მართოს საკუტარი ანგარიშები, ყოველთვიური ფიქსირებული ტარიფის გადახდით განახორციელოს სასურველი საბანკო ტრანზაქციები უფასოდ და ისარგებლოს ექსკლუზიური პირობებით სასესხო პროდუქტებზე.