პროგრამული ხარვეზის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ღამის განმავლობაში, 22-დან 8 ავიარეისი დაგვიანებით შესრულდა. როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, პრობლემა შეექმნა ელექტრონულ სარეგისტრაციო პროგრამას, თუმცა მის აღმოფხვრაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. როგორც აეროპორტში განმარტავენ, არც ერთი ავიარეისი არ გაუქმებულა.
იხილეთ:
რამდენ ხანში აღმოიფხვრება თბილისის აეროპორტში მგზავრთა რეგისტრაციის კუთხით შექმნილი პრობლემა?